აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა

12.4.10

უცნაური ქორწინებები

მსოფლიოში უმრავი ტრადიცია ქორწინებების რომლებიც ხასიათდებიან მთელი რიგი უცნაურობებით. აი მაგალითად სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიგერიაში მცხოვრებმა სასიძომ შეყვარებულის სახლამდე ჯოხებით შეიარაღებულ ნათესავების დერეფანში უნდა გაიაროს. ეს ერთდგვარი გამოცდაა.
ცენტრალურ ინდოეთში, ქორწილზე "ორსართულიანი ცეკვა" სრულდება. 12 სტუმარი მამაკაციდან ექვსი მოცეკვავე ექვს მეწყვილეს მხარზე შეისვამს და მთელი ღამის განმავლობაში ცეკვავს.
მაკაუელმა (აფრიკა) შეყვარებულმა ყმაწვილმამოწონებულ გოგონას პირით ლამაზი კენჭები უნდა მიართვას. თუ გოგონა გამოარტმევს, ისინი დანიშნულებად გამოცხადდებიან.
ძველად შვედეთში ნორმალურად მიიჩნეოდა, თუ ცეკვის შემდეგ ბიჭი გოგონას სახლამდე მიაცილებდა და ღამესაც მის გვერდით გაატარებდა, ამას "მეგობრობის საწოლი" ერქვა.
შუა საუკუნეების ინგლისში, ტაძარში რკინის სკივრი იდგა, რომელიც პატარძალს ერთი ხელით უნდა აეწია,თუ ამას ვერ შეძლებდა , ცუდ დიასახლისად მიიჩნევდნენ და სასიძოს შეეძლო, ქორწინება გაეუქმებინა.
ძველ საბერძნეთში სასიძოს სხეულზე ერთი ბეწვიც არ უნდა ჰქონოდა. ამიტომაც ქორწინებამდე მთელ ტანზე ეპილაციას იკეთებდნენ.
ბედუინებისთვის საქორწინო კერძად გულსართიანი აქლემი მიიჩნევა: მის მუცელში ქათმით გამოტენილი ცხვარი დევს, ხოლო ქათამში კი ქვირითით გამოტენილი თევზი.
ხოლო ყველაზე სახალისო კი კუნძულ იავაზე მცხოვრებთა საქორწინო ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც თუ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა განცხადებისა და პასპორტის გარდა, მერიაში 25 მკვდარი ვირთხის კუდი უნდა მიიტანოს, ხოლო განქორწინების შემთხვევაში_50
ხოლო ახალ გვინეაში საქმრომ საცოლეს 20 ნიჟარა, ეგზოტიკური ფრინევლის 20 ბუმბული, და 20 ღორი უნდა მიუტანოს. ღორი პაპუასებისთვის წმინდა ცხოველია... ხოლო პატარძალმა თავის მხრივ ღორის მუცლის ქონის ბადისგან ფატა უნდა შეიკეროს.

No comments: