აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა

18.4.10

ქართული ინტერნეტ სივრცის "ტელე–მარგალიტები"

gevision.tv

ეს ტელევიზია იყო პირველი მაუწყებელი რომელმაც საქართველოში დანერგა ინტერნეტ ტელევიზია, მაგრამ სამწუხაროდ იმის გამო, რომ ტელევიზია ერთი კამერითა და მიკროფონით მაუწყებლობდა და იმყოფებოდა თვითდაფინანსებაზე, მუშაობდა ენთუზიაზმზე დაფუძნებით, მალევე დაიხურა. თუმცაღა ინტერნეტ-ტელევიზიის კულტურა რეაურად დაინერგა საქართველოში.


 
itv.ge

gevision.tv-ის შემდეგ შეიქმნა ისეთი ინტერნეტ ტელევიზია როგორიცაა,itv.ge რომელიც დღესდღეობით ერთადერთი ინტერნეტ ტელევიზიაა საქართველოში. მიუხედავად იმისა რომ არავითარი რეკლამა ამ ინტერნეტ-ტელეკომპანიას არ გაუკეთებია, სულ მალე მან აღიარება მოიპოვა და დღესდღეობით ცოტა ადამიანი თუ მოიპოვება ისეთი , რომელმა ამ ტელევიზიის შესახებ არ იცის, რაღა თქმა უნდა იგულისხმეიან ინტერნეტ-მომხმარებლები, რომელთათვისაც უფრო მეტად ხელმისაწვდომია ეს სერვისი.


რუსთავი 2
რუსთავი2 ერთ-ერთი წამყვან არხად მოიაზრება საქართელოში და რაღა თქმა უნდა კომპანიას პრეტენზია აქვს მაღალი დონის მაუწყებლობასა და ინტერნეტ გვერდზე
როგორც კი ტელეკომპანიის საიტს ვეწვევით თვალში მოგვხვდება რეკლამებით აჭრელებული გვერდი, რომელიც გვამცნობს ამა თუ იმ გადაცემის შესახებ, რომელიც რუსთავი 2-ზე გადის. აქვეა ამ პროგრამათა ვიდეოჩანაწერები რაც უფრო მეტად პრაქტიკულს ხდის ინტერნეტ გერდის მოხმარებას.

იმედი

ტელეკომპანია იმედი ყოველთის გამოირჩეოდა მაღალი ხარისხითა და შედარებით ობიექტურობით, მიუხედავად 2007 წელს განვითარებული მოვლენებისა, რომლის შემდეგაც მოხდა ტელე იმედის ფაქტობრივად თავიდან ჩამოყალიბება, კომპანია მაინც ინარჩუნებს მაღალ ხარისხ რაც აისახება მის ინტერნეტ გვერდზეც. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ტელეკომპანიის ვებ-გვერდი "გაყინული" იყო, მაგრამ ამჟამად განახლებულია, თუმცაღა აქვე მინდა დავსძინო, რომ საიტი ამჟამად ტესტირების რეჟიმშია. საიტი გამოირჩევა ერთგვაროვანი ფერებით რაც ვიზუალური თვალსაზრისით ვფიქრობ საკმაოდ ეფექტურია.
საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდი საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია და განთავსებულია ყველა სახის ინფორმაცია დაწყებული სამეურვეო საბჭოთი და დამთავრებული განცხადებებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პირველ არხს,  აქ ერთიანდება ასევე მეორე არხი,  პირველი კავკასიური, რადიო 1 და რადიო 2. საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება სახელმწიფოს მიმართ და სრული გამჭვირვალობისათვის მოცემულია ამომწურავი ინფორმაცია ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ.აღსანისნავია რომ საიტზე შესვლისთანავე გვხვდება არა რეკლამები არსებული გადაცემების შესახებ, არამედ საინფორმაციო კუთხე სადაც ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი შრომის შინაგანაწესისაც კი. 1 არხის ვებ-გვერდი საქართველოში ერთადერთია რომელსაც გააჩნია დღიურები, სადაც სხვადასხვა შემეცნებით თუ გასართობ თემებზე იწერება სტატიები.

No comments: