აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა

30.3.10

კემბრიჯის უნივერსიტეტი

მსოფლიოში უამრავი უნივერსიტეტია, რომელებიც ნამდვილად დაიკვეხნიან სიძველითა და სწავლის მაღალი ხარისხით, ამგვარ უნივერსიტეტებში მოხვედრაზე უამრავი სტუდენტი ოცნებობს და მათ შორის მეც.



ამჯერად ჩემი ყურადღება შევაჩერე ერთერთ ყველაზე ავტორიტეტულ უნივერსიტეტზე, რომელსაც დასაკვეხნად ნამდვილად აქვს საქმე.
კემბრიჯის უნივერსიტეტი მსოფლიოში სიძველის მიხედვით მე–4 ადგილზე დგას, იგი მხოლოდ ბოლონიის, პარიზისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებს ჩამორჩება.ხოლო ინგლისურენოვან უნივერსიტეტებს შორის მერე ადგილზეა და ჩარიცხვის კრიტერიუმებიტ ერთერთი ყველაზე მომთხოვნია გაერთიანებულ სამეფოში.
კაღსანისნავია რომ კემბრიჯის უნივერსიტეტიდან გამოსულთა შორის 81 ნობელის პრემიის ლაურეატია, რაც მსოფლიოს ნებისმიერ უნიოვერსიტეტის მონაცემებზე მეტია.
კემბრიჯის უნივერსიტეტში ხარისხების მოპოვება არცთუ ადვილი საქმეა, იგი 6 ეტაპა იყოფა აქედან ბოლო 3 საფეხურს ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტურანტურა იკავებენ.გარდა ფასიანი პროგრამებისა კემბრიჯს ასევე აქვს უფასო პროგრამები,სადაც გრანტის მოპოვების შემთხვევასი სწავლა უფასოა.
cic Carrer foundation Certification Courses-ის სწავლის საფასური 190 ფუნტია
CIC Career Development Premier Diploma Programs-ის ასევე 190 ფუნტი ხოლო  დოქტურანტურისა და მაგსტრატურის გადასახადები ბევრად მეტია და შეადგენს 1,240 ფუნტს.
საერთო საცხოვრებელი, გადატვირთული დღის რეჟიმი, ბიბლიოთეკები, ეს ისაა რაც კემბრიჯის უნივერსიტეტში გელით.


27.3.10

დაკარგული ანუ "ჯინსების თაობა"

ვკითხულობ დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობას", ვკითხულობ და ტანში ჟრუანტელი მივლის, ვკითხულობ და სწორედ ისეთი სიმძაფრით განვიდი ყოველივეს როგორც თითოეული ახალგაზრდის ტოლ-ამხანაგმა შეიძლება განიცადოს, განიცადოს ნათესავმა თუ მშობელმა.
მეტკინა გული ისე როგორც შეიძლებოდა ტკენოდა ჯერ კიდევ საღად მოაზროვნე საბჭოელს მტკენოდა გული... ძალიან მტკენოდა...
თვითმფრინავის ბიჭები, ახალგაზრდების ის თაობა , რომლებმაც თავისუფლებისაკენ სწრაფვას ანაცვალეს თავიანთი სიცოცხლე, ოჯახის კეთილდღეობა და საზოგადოებაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს.
გული მტკივა... და რამდენჯერაც გამახსენდებიან თავისუფლებას მოწყურებული ახალგაზრდები იმდენი თვალთ ცრემლი მადგება.
ნათელში იყოს მათი თავისუფლებას მოყვარული სულები და ხსოვნა იყოს 3 მანეთად შეფასებული სიცოცხლის...

23.3.10

ფინეთის ქართული მაგალითი

როგორც ჩანს "იმედში" გასულმა რეპორტაჟმა შეაშფოთა ფინელი სამხედრო ექსპერტებიც და გადაწყვიტეს საქართველოს მაგალითზე შეექმნათ იმიტირებყული სცენარი თუ როგორ შეიძლება რუსეთმა მათ გამოუცხადოს სამხედრო დაპირისპირება.2010 წელს რუსეთსა და ფინეთს შორის ომის გამოგონილი სცენარი ფინეთის უმსხვილესმა გაზეთმა Helsingin Sanomat -მა გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა ამტკიცებს, აღნიშნული სცენარი ცნობილმა სამხედრო ექსპერტებმა მოამზადეს. მათ შესაძლო სამხედრო მოქმედებების ყველა დეტალი და შეფერილობა დაწვრილებით გაწერეს.
მაგრამ საინტერესოა ის ფაქტყი, რომ ფინურმა გაზეთმა თავიდანვე გამოაქვეყნა,რომ დაბეჭდილი ვერსია ომისა იყო გამოგონილი და სინამდვილეს არ წარმოადგენდა, და ასევე აღნიშნეს რომ ტელეკომპანია იმედისაგან განსხვავებით ამ სტატიას მოსახლების პანიკაში ჩაგდების და აფორიაქების მისია არ ჰქონდა დაკისრებული.

16.3.10

"იმედი" იმედით


სულ ცხელ-ცხელი ამაბვია იმედის სპეციალური რეპორტაჟი, რომელმაც შოკისმომგვრელი რეაქცია გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში.
ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხდარი ფაქტების დამონტაჟებული კადრების საფუძველზე "ქრონიკის" წამყვანი აცხადებდა, რომ თითქოს სამხრეთ ოსეთის ლიდერის, ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ განხორციელდა ტერაქტი, საქართველოში არსებულმა ოპოზიციამ შექმნა სახალხო ხელისუფლება, რომელთა ლიდერებმაც რუსეთთან კავშირი დაამყარეს, აჯანყდნენ, რუსეთის პრეზიდენტმა კი საქართველოს სრული ანექსიის ბრძანება გასცა. დაიბომბა აეროპორტები და საზღვაო პორტები.
ხალხი პანიკაშია...ჯარის ნაწილები მტრის მხარეს გადავიდნენ, პრეზიდენტი ღმერთმა უწყის რომელ სოროშია შემძვრალი, შემდეგ მოვლენები ისე ვითარდება რომ პრეზიდენტს კლავენ, მთავრობა გარბიs...
ამ დროს კი ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტები მხოლოდ გადაცემის დასაწყისში ამბობენ, რომ ეს არის "იმიტაცია" ხოლო მოვლენები "მოდელირებულია", ამ დროს კი საქართველოს მოსახლეoბის მინიმუმ 90%-ს წარმოდგენაც კი არ hქონდა რას ნიშნავდა მოდელირება. მათვის კი ვინც ამ სიტყვის მნიშვნელობა დღემდე ვერ გაიგო განვუმარტავ რომ, მოდელირება ეს არის: მოდელებზე წარმოებული გამოკვლევა ისეთი პროცესებისა და კონსტრუქციებისა, რომელთა შესწავლა ბუნებრივ პირობებში მოუხერხებელია.
სწორედ ამისათვის გამმოიყენეს (?)(!) თითოეული ქართველის ფსიქიკა, გამოეკვლიათ რა შესაძლო შედეგები მოჰყვებოდა მოვლენებს, რომლებიც შესაძლოა რეალურად განვითარებულიყო...
ამ დროს კი გამოდის საქართველოს პრეზიდენტი-მიხეილ სააკაშვილი და მაშინ როდესაც პატრიარქიც კი "იმედი"-ს რეპორტაჯს უპასუხისმგებლობას უწოდებს და თვლის რომ მსგავსი რეპორტაჟები შეურაცხჰყოფას აყენებს არა მხოლოდ ქართულ ჯარსა და მთავრობას, არამედ თავად ქართველ ერს, ამ დროს კი პატივსაცემ-პატივცემულ-პატივნაცემი სააკაშვილი აცხადებს, რომ "იმედს" რეპორტაჟის გაშვების მომენტში მას აუცილებლად უნდა ჰქონოდა ნაჩვენები, რომ ფაქტები და მოვლენები არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მაგრამ აქვე დასძინა, რომ სცენარი რეალურია და შესაძლოა სწორედ ამგვარად განვითარდეს მოვლენები....
რას ემსახურებოდა იმედის ეს რეპორტაჟი?! კითხვა, ჩემი აზრით, არც ისეთი რიტორიკულია როგორც ერთი შეხედვით ჩანს,ალბათ სააკაშვილის "პიარშიკების" შეცდომაა, თუ დავუჯერებთ გავრცელებულ ვიდეო-აუდიო მასალას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კარგად იცოდა რომ მსგავსი რეპორტაჟი მზადდებოდა და სწორედ მისი ხელმძღვანელობით ხდებოდა სცენარის დეტალების დაზუსტება და საერთოდაც მე თუ მკითხავთ ეს სცენარი თავიდან ბოლომდე პატივსაცემ-პატივცემულ-პატივნაცემის ფანტაზიაა, ფსიქოლოგიურად ამ ფორმით ის თავის შიშებს გვიზიარებს... ეს მოსაზრება ალბათ (!) არცთუ შორსაა სინამდვილისგან....
ქართულ ტელეარხებს დიდი ხნის კონკურენტის "იმედი"-ს ჩაქოლვის უფლება მისცეს ვინმემ და ნამუსრევად აქცევენ ყოველივეს, სწორედ ამგვარად მოხდა ამ შემთხვევაშიდაც, ყველა საინფორმაციო გამოშვება იმით იწყებოდა თუ როგორ "ითამაშა იმედმა ხალხის ნერვებზე" (ბატონ უგულავას დავესესხები გამონათქვამს)
საინტერესო იქნებოდა თავად რუსების, რუსი ჯურნალისტ-მოქალაქეების პოზიცია,რუსული ინტერნეტ სივრცეში უამრავი სტატია დაიწერა შექმნილ სიტუაციაზე, ერთ-ერთი რუსული ინტერნეტ გაზეთი კომერსანტი არა მხოლოდ აღშფოთებულია რეპორტაჟით, არამედ მოვლენებს კვალდაკვალ მიყვება და 16 მარტის ანუ დღევანდელ მოვლენებსაც აშუქებს, კომერსანტი წერს, რომ ტელეკომპანია "იმედმა" დაარღვია მაუწყებლობის შესახებ კოდექსის მე-5 პუნქტის მე-13 თავი, რომელიც კრძალავს (მოვახდენ ციტირებას)передавать в общественно-политических программах "смоделированные сюжеты без соответствующей надписи на экране. იმედის საქმე ისე წავიდა კინაღამ ლიცენზიის ჩამორთმევაც კი მნოუწია, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ კოდექსში არ მოიპოვება ის სანქციები თუ როგორ შიზლება მოხდეს კერძო ტელეკომპანიისათვის ლიცენზიის ჩამორთმევა.
inopress.ru განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და გვაძლევს საშუალებას ვიხილოთ ფრანგული გაზეთის Le Monde-ს სტატიას. სტატიაში ფაქტობრივად ახალი არაფერია ნათქვამიო, აღწერილია ფაქტები და მოვლენეი რომლებიც განვითარდა ბოლო დროს საქართველოში და ნათქვამია, რომ სააკაშვილის მიერ დადგმულ იმიტაციას ადამიანთა სიცოცხლე რელურად ემსხვერპლა.
ntv.ru-ზე გამოჩნდა სტატია რომლის რესპოდენტიც ცვენთვის კარგად ნაცნობი ქ-ნი ნინო ბურჯანაძე გახლდათ, რომელიც ბრალს დებდა სააკაშვილს იმიტირებული სცენარის დაწერასა და განხორციელების ბრძანების გაცემაში.
არა მხოლოდ რუსეთის შეშფოთება (რომლებიც მთავარი მოქმედი პირები იყვნენ სპექტაკლში) გამოიწვია შეშფოთება, არამედ კომენტარი გააკეთა აშშ-ს ელჩმა, რომელმაც განაცხადა რომ სიუჟეტი იყო სრული "უპასუხისმგებლობა", ხოლო კულვარული ინფორმაციით კი ობამაც განაწყენებულა როგორ გაბედეთ ჩემი გამოყენება ამ სპექტაკლში-ო.
სააკაშვილის "პიარშიკების" კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი თანდათან დაბლა მოიწევს, არა, არა არ უნდა გაეშვა პატივსაცემ-პატივცემულ-პატივნაცემს ძველი "პიარშიკები"...მათი მუშაობა ბევრად მომგებიანი და ხელსაყრელი იყო ერთ დროს დიდების ზენიტზე მყოფი სააკაშვილისთვის.

ჩემი პირველი პოსტი

კეთილი იყოს ჩემი კლიკი ბლოგზე.
სულ რამდენიმე დღის წინ წარმოდგენაც კი არ მქონდა რა იყო ბლოგი, რა ფუნქცია-დანიშნულებას ასრულებდა ინტერნეტ სივცრეში, მაგრამ აშკარააა მისი დანიშნულება და ამაზე კამათი აბსურდადაც კი მიმაჩნია.
მივესალმები ყველა იმ ადამიანს, რომელიც ისე...თავისთავად შემოიჭყიტავს და გაეცნობა ბლოგს, ჩემი მცდელობა დაფასდება და არცთუ ისე უინტერესო ბლოგი გამომივა.
წარმატება მისურვეთ ჩანაფიქრში...