მუზეუმი გაიხნა 1872 წლის 20 თებერვალს. მისი დამფუძნებელი სუპერინტენდანტი იყო გამომცემელი ჯორჯ პალმერ პატნემი. მუზეუმის ამჟამინდელი (2005) დირექტორია ფილიპ დე მონტებელო.

მუზეუმის მასიური კოლექცია მოიცავს კლასიკურ ანტიკურ ნივთებს ბერძნულ და კვიპროსის გალერეებში და ასევე თითქმის ყველა ევროპელ ხელოვანსა და ამერიკული ხელოვნების ვრცელ კოლექციას. მუზეუმი ფლობს ასევე ეგვიპტური (

1969 წელს ბანკირი რობერტ ლემანის გარდაცვალების შემდეგ მისი ანდერძით მუზეუმმა მიიღო დაახლოებით 3.000 ხელოვნების მინუში, რომელიც გამოფენილია “რობერტ ლემანის ფრთაში” და ითვლება ყველაზე ექსტრაორდინალურ კერძო კოლექციად, რომელიც კი ოდესმე შეუგროვებიათ აშშ-ში. პრინსტონის უნივერსიტეტის გამოცემამ შეაგროვა ამ მასიური კოლექციის დოკუმენტაცია და გამოუშვა მრავალტომიან წიგნად “რობერტ ლემანის კოლექციის კატალოგები”.
მეტის ერთ-ერთი უახლესი და ყველაზე ძვირი შენაძენია დუჩის “მადონა ყრმით”, რომელიც მას $45 მილიონი დაუჯდა. ფერწერული ტილო ზომით მხოლოდ 8x11 დიუმია.
სოლომონ გუგენჰაიმისა და უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმებიც მეტის შენობის ახლომახლო მდებარეობს ე. წ. მუზეუმის მილზე (Museum Mile).
ექსპონანტები რომლითაც მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი ამაყობს არის შესრულებული ვან გოგის,რენუარის, თომას იკინსის, კლოდ მონეს და სხვათა შესრულებით
წყარო: ვიკიპედია
No comments:
Post a Comment