აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა

16.3.10

"იმედი" იმედით


სულ ცხელ-ცხელი ამაბვია იმედის სპეციალური რეპორტაჟი, რომელმაც შოკისმომგვრელი რეაქცია გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში.
ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხდარი ფაქტების დამონტაჟებული კადრების საფუძველზე "ქრონიკის" წამყვანი აცხადებდა, რომ თითქოს სამხრეთ ოსეთის ლიდერის, ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ განხორციელდა ტერაქტი, საქართველოში არსებულმა ოპოზიციამ შექმნა სახალხო ხელისუფლება, რომელთა ლიდერებმაც რუსეთთან კავშირი დაამყარეს, აჯანყდნენ, რუსეთის პრეზიდენტმა კი საქართველოს სრული ანექსიის ბრძანება გასცა. დაიბომბა აეროპორტები და საზღვაო პორტები.
ხალხი პანიკაშია...ჯარის ნაწილები მტრის მხარეს გადავიდნენ, პრეზიდენტი ღმერთმა უწყის რომელ სოროშია შემძვრალი, შემდეგ მოვლენები ისე ვითარდება რომ პრეზიდენტს კლავენ, მთავრობა გარბიs...
ამ დროს კი ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტები მხოლოდ გადაცემის დასაწყისში ამბობენ, რომ ეს არის "იმიტაცია" ხოლო მოვლენები "მოდელირებულია", ამ დროს კი საქართველოს მოსახლეoბის მინიმუმ 90%-ს წარმოდგენაც კი არ hქონდა რას ნიშნავდა მოდელირება. მათვის კი ვინც ამ სიტყვის მნიშვნელობა დღემდე ვერ გაიგო განვუმარტავ რომ, მოდელირება ეს არის: მოდელებზე წარმოებული გამოკვლევა ისეთი პროცესებისა და კონსტრუქციებისა, რომელთა შესწავლა ბუნებრივ პირობებში მოუხერხებელია.
სწორედ ამისათვის გამმოიყენეს (?)(!) თითოეული ქართველის ფსიქიკა, გამოეკვლიათ რა შესაძლო შედეგები მოჰყვებოდა მოვლენებს, რომლებიც შესაძლოა რეალურად განვითარებულიყო...
ამ დროს კი გამოდის საქართველოს პრეზიდენტი-მიხეილ სააკაშვილი და მაშინ როდესაც პატრიარქიც კი "იმედი"-ს რეპორტაჯს უპასუხისმგებლობას უწოდებს და თვლის რომ მსგავსი რეპორტაჟები შეურაცხჰყოფას აყენებს არა მხოლოდ ქართულ ჯარსა და მთავრობას, არამედ თავად ქართველ ერს, ამ დროს კი პატივსაცემ-პატივცემულ-პატივნაცემი სააკაშვილი აცხადებს, რომ "იმედს" რეპორტაჟის გაშვების მომენტში მას აუცილებლად უნდა ჰქონოდა ნაჩვენები, რომ ფაქტები და მოვლენები არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მაგრამ აქვე დასძინა, რომ სცენარი რეალურია და შესაძლოა სწორედ ამგვარად განვითარდეს მოვლენები....
რას ემსახურებოდა იმედის ეს რეპორტაჟი?! კითხვა, ჩემი აზრით, არც ისეთი რიტორიკულია როგორც ერთი შეხედვით ჩანს,ალბათ სააკაშვილის "პიარშიკების" შეცდომაა, თუ დავუჯერებთ გავრცელებულ ვიდეო-აუდიო მასალას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კარგად იცოდა რომ მსგავსი რეპორტაჟი მზადდებოდა და სწორედ მისი ხელმძღვანელობით ხდებოდა სცენარის დეტალების დაზუსტება და საერთოდაც მე თუ მკითხავთ ეს სცენარი თავიდან ბოლომდე პატივსაცემ-პატივცემულ-პატივნაცემის ფანტაზიაა, ფსიქოლოგიურად ამ ფორმით ის თავის შიშებს გვიზიარებს... ეს მოსაზრება ალბათ (!) არცთუ შორსაა სინამდვილისგან....
ქართულ ტელეარხებს დიდი ხნის კონკურენტის "იმედი"-ს ჩაქოლვის უფლება მისცეს ვინმემ და ნამუსრევად აქცევენ ყოველივეს, სწორედ ამგვარად მოხდა ამ შემთხვევაშიდაც, ყველა საინფორმაციო გამოშვება იმით იწყებოდა თუ როგორ "ითამაშა იმედმა ხალხის ნერვებზე" (ბატონ უგულავას დავესესხები გამონათქვამს)
საინტერესო იქნებოდა თავად რუსების, რუსი ჯურნალისტ-მოქალაქეების პოზიცია,რუსული ინტერნეტ სივრცეში უამრავი სტატია დაიწერა შექმნილ სიტუაციაზე, ერთ-ერთი რუსული ინტერნეტ გაზეთი კომერსანტი არა მხოლოდ აღშფოთებულია რეპორტაჟით, არამედ მოვლენებს კვალდაკვალ მიყვება და 16 მარტის ანუ დღევანდელ მოვლენებსაც აშუქებს, კომერსანტი წერს, რომ ტელეკომპანია "იმედმა" დაარღვია მაუწყებლობის შესახებ კოდექსის მე-5 პუნქტის მე-13 თავი, რომელიც კრძალავს (მოვახდენ ციტირებას)передавать в общественно-политических программах "смоделированные сюжеты без соответствующей надписи на экране. იმედის საქმე ისე წავიდა კინაღამ ლიცენზიის ჩამორთმევაც კი მნოუწია, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ კოდექსში არ მოიპოვება ის სანქციები თუ როგორ შიზლება მოხდეს კერძო ტელეკომპანიისათვის ლიცენზიის ჩამორთმევა.
inopress.ru განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და გვაძლევს საშუალებას ვიხილოთ ფრანგული გაზეთის Le Monde-ს სტატიას. სტატიაში ფაქტობრივად ახალი არაფერია ნათქვამიო, აღწერილია ფაქტები და მოვლენეი რომლებიც განვითარდა ბოლო დროს საქართველოში და ნათქვამია, რომ სააკაშვილის მიერ დადგმულ იმიტაციას ადამიანთა სიცოცხლე რელურად ემსხვერპლა.
ntv.ru-ზე გამოჩნდა სტატია რომლის რესპოდენტიც ცვენთვის კარგად ნაცნობი ქ-ნი ნინო ბურჯანაძე გახლდათ, რომელიც ბრალს დებდა სააკაშვილს იმიტირებული სცენარის დაწერასა და განხორციელების ბრძანების გაცემაში.
არა მხოლოდ რუსეთის შეშფოთება (რომლებიც მთავარი მოქმედი პირები იყვნენ სპექტაკლში) გამოიწვია შეშფოთება, არამედ კომენტარი გააკეთა აშშ-ს ელჩმა, რომელმაც განაცხადა რომ სიუჟეტი იყო სრული "უპასუხისმგებლობა", ხოლო კულვარული ინფორმაციით კი ობამაც განაწყენებულა როგორ გაბედეთ ჩემი გამოყენება ამ სპექტაკლში-ო.
სააკაშვილის "პიარშიკების" კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი თანდათან დაბლა მოიწევს, არა, არა არ უნდა გაეშვა პატივსაცემ-პატივცემულ-პატივნაცემს ძველი "პიარშიკები"...მათი მუშაობა ბევრად მომგებიანი და ხელსაყრელი იყო ერთ დროს დიდების ზენიტზე მყოფი სააკაშვილისთვის.

2 comments:

კეშა said...

ლამაზი ბლოგია, მომწონს!!!! თეა იხილე ჩემი ბლოგი,

თაკო.

კეშა said...

iazoni.blogspot.com