აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა

23.3.10

ფინეთის ქართული მაგალითი

როგორც ჩანს "იმედში" გასულმა რეპორტაჟმა შეაშფოთა ფინელი სამხედრო ექსპერტებიც და გადაწყვიტეს საქართველოს მაგალითზე შეექმნათ იმიტირებყული სცენარი თუ როგორ შეიძლება რუსეთმა მათ გამოუცხადოს სამხედრო დაპირისპირება.2010 წელს რუსეთსა და ფინეთს შორის ომის გამოგონილი სცენარი ფინეთის უმსხვილესმა გაზეთმა Helsingin Sanomat -მა გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა ამტკიცებს, აღნიშნული სცენარი ცნობილმა სამხედრო ექსპერტებმა მოამზადეს. მათ შესაძლო სამხედრო მოქმედებების ყველა დეტალი და შეფერილობა დაწვრილებით გაწერეს.
მაგრამ საინტერესოა ის ფაქტყი, რომ ფინურმა გაზეთმა თავიდანვე გამოაქვეყნა,რომ დაბეჭდილი ვერსია ომისა იყო გამოგონილი და სინამდვილეს არ წარმოადგენდა, და ასევე აღნიშნეს რომ ტელეკომპანია იმედისაგან განსხვავებით ამ სტატიას მოსახლების პანიკაში ჩაგდების და აფორიაქების მისია არ ჰქონდა დაკისრებული.

No comments: