აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა

27.3.10

დაკარგული ანუ "ჯინსების თაობა"

ვკითხულობ დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობას", ვკითხულობ და ტანში ჟრუანტელი მივლის, ვკითხულობ და სწორედ ისეთი სიმძაფრით განვიდი ყოველივეს როგორც თითოეული ახალგაზრდის ტოლ-ამხანაგმა შეიძლება განიცადოს, განიცადოს ნათესავმა თუ მშობელმა.
მეტკინა გული ისე როგორც შეიძლებოდა ტკენოდა ჯერ კიდევ საღად მოაზროვნე საბჭოელს მტკენოდა გული... ძალიან მტკენოდა...
თვითმფრინავის ბიჭები, ახალგაზრდების ის თაობა , რომლებმაც თავისუფლებისაკენ სწრაფვას ანაცვალეს თავიანთი სიცოცხლე, ოჯახის კეთილდღეობა და საზოგადოებაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს.
გული მტკივა... და რამდენჯერაც გამახსენდებიან თავისუფლებას მოწყურებული ახალგაზრდები იმდენი თვალთ ცრემლი მადგება.
ნათელში იყოს მათი თავისუფლებას მოყვარული სულები და ხსოვნა იყოს 3 მანეთად შეფასებული სიცოცხლის...